weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ პირთან კონტაქტში მყოფი 240-მდე ადამიანი…

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა, სახელმწიფო გრანტი კი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა.

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს ტერიტორიაზე მუშა დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ უთხრა, მამაკაცს ერთი კვირის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაქტორმა გადაუარა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, 11 კი შემოტანილია.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სოფელ მაღაროს ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მედია გააკრიტიკა. მისი თქმით, სასულიერო პირებს აბრალებენ, რომ არჩევნებში ერევიან.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დილით განახლდა.

თბილისში, ლისის გზაზე საპატრული პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშს დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ  ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, თერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]