weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშნებლობის წინააღმდეგ 23 ივნისს, ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე აქცია გაიმართება.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მდინარე ენგურთან ე.წ. საზღვარი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო, ორი დღით გახსნა. ადგილობრივი ონლაინ-გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მოქალაქეები ენგურის ხიდზე დილიდან გადადიან, თუმცა ტრანსპორტი არ…

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, რომელიც ოთხი დღის წინ მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შაქარაშვილის ცხედარი მყვინთავებმა წყალში ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მწყემსის დაკავების შესახებ ინფორმაცია 13 ივნისს მიიღეს.

ოკუპირებული ცხინვალის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში გუშინ სროლა იყო. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე უცნობი მამაკაცი შეიჭრა და უმისამართოდ ისროლა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე დღეს განახლდა.

მცხეთაში ოთხის დღის წინ დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძის განცხადებით, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი), თურქეთის საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მინსკში გაემგზავრა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს, რომელიც მცხეთის ტერიტორიაზე დაიკარგა, ოჯახის წევრები, პოლიცია და სამაშველო სამსახური ეძებენ. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]