weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

ქვემო ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში 6 წლის ბიჭი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბავშვი, მდინარის ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი სამხედრო მოსამსახურეა, სამი კი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მეშახტეები ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდნენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისა და COVID-19-ის პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ…

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) სამეცნიერო გარღვევად მოიხსენიებს ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც პრეპარატ დექსამეტაზონის გამოყენებისას სამჯერ მცირდება კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიკვდილის რისკი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც გერმანიაში ამოქმედებული ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ ისაუბრეს.

გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში მომზადებული კვლევის ანგარიშის თანახმად, საქართველოში, ქალებსა და მამაკაცებს შორის კვლავ ნარჩუნდება ჰომოფობიური დამოკიდებულებები.

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 6 წლის გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, COVID-19-ის პანდემიის გამო, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე 29 მაისს დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მასობრივი კულტურული, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები ნებადართულია.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ. ტ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]