weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საზოგადოება

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციური კანონის პროექტის, რომელიც საარჩევნო სისტემის შესცვლას ეხება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ახალი ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიულ გზაზე.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრილი 28 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილრად მძიმეა. გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ დირექტორმა, გელა ორველაშვილმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ დაჭრილს წუხელ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა…

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. კრიტიკულად მძიმეა მეორე მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ყელის არეშია დაჭრილი. მას გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვთ. შესაბამისი ცვლილება „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს…

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილია 35 წლის მამაკაცი და დაჭრილია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, ნაწილი…

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების დაკავებული 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ამ დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, ვირუსული ინფექციით კიდევ ერთი, მე-15 პაციენტი გარდაიცვალა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, სამართალდამცველებმა მის დაცვის ქვეშ მყოფზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით იძალადეს. როგორც ადვოკატი ამბობს, არასრულწლოვანი 16 საათი გააჩერეს პოლიციის განყოფილებაში, რა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]