weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საზოგადოება

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ორი ახალი ინფიცირებული ბოლნისიდან და მარნეულიდან არიან.

დღეს, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენებიდან ერთი წლისთავზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია, რომლის ლოზუნგია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით დაიგეგმა.

გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, შემოიღოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, 19 ივნისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელმა მერკელმა…

20 ივნის, „გავრილოვის ღამის“ წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით…

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები - ხულგუმო, კარტიკამი და კულიკამი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ცნობით, სოფელ ხულგუმოში სტიქია დაახლოებით 20-25 წუთი გაგრძელდა.

„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია გამოდის ინიციატივით, რომ ვლაქერნობის სახალხო დღესასწაული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უქმედ დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვასამბეკ ბოკოვი, რომელიც თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, დაქირავებული მკვლელი არ არის და ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მარშრუტს სწავლობდა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული, თუმცა იქ მისვლაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით…

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე განახლდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]