weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საზოგადოება

გადაცემა „პოლიტმეტრი“, რომლის წამყვანებმა და სარედაქციო გუნდმა „ტვ პირველი“ ცოტა ხნის წინ დატოვეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 3 ივლისიდან გავა. ამის შესახებ „ფორმულას“ დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ განაცხადა.

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში გამოეხმაურა საქართველოში მოქმედი 52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლითაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ, კომიტეტის ახალ წევრად არ აირჩიონ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატი სოფიო კილაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, განცხადება მოგვიანებით…

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ბრიუსელში ოფიციალური პირები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ექნებათ უფლება შევიდნენ ევროკავშირში პირველი ივლისიდან. COVID-19-ის პანდემიის გამო არაწევრი ქვეყნებისთვის დაკეტილი საზღვრის გახსნა სწრორედ პირველ ივლისს არის…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის - „ნაყიდი COVID-19“ - რესპონდენტებმა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ მათი ინტერვიუები დამონტაჟებული იყო და არ იციან, სთავაზობდნენ თუ არა ოჯახებს…

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე მერაბ ტურავა აირჩიეს. დღეს, სასამართლოს პლენუმის დახურულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, ტურავას მხარი ცხრიდან ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატმა - ირინა იმერლიშვილმა ოთხი ხმა…

ტელეკომპანია „მთავარი არხზე“ გასული სიუჟეტის რესპონდენტები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, მათ კორონავირუსის შესახებ ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეზე საბოტაჟის მუხლით მარტში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამ წლამდე აბავშვი დაიღუპა. ავტოავარია გუშინ მოხდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]