საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში მიიღებს თვითდასაქმებული ერთჯერად კომპენსაციას, რომლის მოცულობაც მთავრობამ 300 ლარით განსაზღვრა. დახმარების გაცემა მაისიდან იწყება.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს კობა კობაიძეს (იგივე დავით აქიაშვილს) ბრალი წაუყენა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავა. „რუსთავი 2“ იტყობინება, რომ ცინარიძემ ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალი არ დაშავებულა.
28 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოხსნილია, ორივე გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.
„ჩვენ უკვე აღარ ვართ აპრილისა და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ ჩვენ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ფინკა ბანკი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს. მომხმარებლებს საშუალება აქვთ ისარგებლონ როგორც დისტანციური მომსახურებით, ასევე ეწვიონ სერვის ცენტრებს და სასურველი საბანკო ოპერაციები ადგილზე განახორციელონ.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქარელში, 1986 წელს დაბადებული კობა კობაიძე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, - ამის შესახებ…
27 და 28 აპრილს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილდნენ და დაბრუნდნენ რეგისტრაციის ან სამუშაო ადგილებზე. ორი დღის შემდეგ შეზღუდვები აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„როდესაც მოხდება თვითდასაქმებული ადამიანების იდენტიფიცირება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ერთჯერადად 300 ლარით დაეხმაროს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11