საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელს ყველაზე ადრე, 20 მაისს დამამთავრებელი, მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ. პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს, ხოლო ყველა დანარჩენი II-XI კლასებისთვის სწავლა 15 ივნისს დამთავრდება.
პირიქითა ხევსურეთთან (შატილის თემთან) დამაკავშირებელი სამანქანო გზა უკვე გახსნილია. გზაზე რამდენიმე ადგილას, გუდანთან და გუდანის შემდეგ, ბისოსთან, ხახმატთან, უღელტეხილს ქვემოთ, გუროს ხევთან მეწყრული პროცესებია განვითარებული და წვიმიან ამინდში გადაადგილება რეკომენდებული…
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 7 სოფელ მუშევანს უკავშირდება, 8 სოფელ გეტას კლასტერს.
სილამაზის სალონები და ესთეტიკური სამედიცინო ცენტრები 18 მაისიდან გაიხსნება, აგრეთვე, მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრების შესახებ დახურულ და ღია სივრცეებში, თუმცა ეს არ შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებას.
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე წლის 7 აპრილს:
ლაგოდეხის, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები - კაბალის ხევი, დურუჯი და ორვილა ადიდდა. წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე სოფელთან ერთად, საავტომობილო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი ზურაბ ოთიურიძის ცხედარი იპოვეს.
„თუშეთის ავტოგზის“ თანამშრომელს 62 წლის ზურაბ ოთიურიძეს, რომელიც 5 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თუშეთის გზაზე ზვავის ქვეშ მოჰყვა, მაშველები მეოთხე დღეა ვერ პოულობენ. დაკარგულის ოჯახის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის…
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის ექთანს, რომელიც თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუფიქსირდა, PCR მეთოდით იკვლევენ. ექთანი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11