საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პირიქითა ხევსურეთის ერთადერთ სკოლა–პანსიონს, რომელიც გუშინ მთლიანად დაიწვა, რეაბილიტაციის შემდეგ ექსპერტიზა ჩატარებული არ ჰქონდა. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო, შენობაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება კი ხანძრამდე…
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გამოცემა „პრაიმტაიმის“ წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მიმართა.
„სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, სადაც იკვეთება მისი ასაკისთვის შეუსაბამო ქცევის დასწავლის ნიშნები, შეიცავს საყურადღებო რისკებს არასრულწლოვნის განვითარებისთვის“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ Facebook-ზე 7…
ეროვნულ სანავიგაციო და სამისამართო მონაცემთა ბაზას მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემები შეემატა. მესტიის სოფლებში საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა უკვე დაასრულეს პროექტით გათვალისწინებული საველე-აღწერითი სამუშაოები.
„ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს“, – მიმართა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენციის მონაწილეებს.
ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განმარტა, რატომ გადაწვიტა დაეცვა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯიშკარიანს ინფარქტი ოთხჯერ აქვს გადატანილი, რის გამოც ყოველ დღე ერთი ჭიქა კონიაკის დალევა მისთვის აუცილებელია.
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის მუშა გარდაიცვალა. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ შემთხვევა 17 ოქტომბერს, 21:00 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მუშის დაღუპვა სანგრევ სამუშაოებს უკავშირდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11