weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2025

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სინოდის სხდომას ბოდბელი ეპისკოპოსიც დაესწრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 28 ოქტომბერს, სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე კიბერშეტევა შესაძლოა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

განათლების, მეცნიერებისა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაკიძის განცხადებით, სამინისტროს პოლიტიკა სწორედ იქით არის მიმართული, რომ აბასთუმნის ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდეს ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მეცნიერებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის…

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულია 1 მოქალაქე, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ზესტაფონში 22 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. პოლიციამ მომხდარის გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ახალციხე - ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ.

საქართველოს პრეზიდენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლოების, თვითმმართველობის ორგანოების, მედია გამოცემების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. საიტებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს ინგლისურენოვანი წარწერით „მე დავბრუნდები“.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  

საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს სკოლების ნახევარი, 1-100 მდე მოსწავლიანი სკოლაა (900 ზე მეტი სკოლა), რომლებიც ისტორიულად, კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტს განიცდიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]