საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პირიქითა ხევსურეთში არსებული ერთადერთი სკოლა-პანსიონი, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა, დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ სკოლის დირექტორმა, მაყვალა დაიაურმა უთხრა, ცეცხლი სხვენში, სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, 5 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა, ნოვრუზ აივაზოვმა უთხრა, შემთხვევა გუშინ მოხდა. კაცი პოლიციაში თავად გამოცხადდა და მომხდარის შესახებ აცნობა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პატრიარქმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ ჰკითხა.
2 ნოემბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე ფესტივალი „ჭაჭა“ გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები, გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა“ და მომზადდება კახური სამზარეულოს კერძები. ფესტივალი საქართველოს…
ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორად გადაცემა „რეაქციის“ ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია დაინიშნა. როგორც მან განაცხადა, არხისთვის ახალი ეტაპი იწყება.
„მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს“, - აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თამთა თოდაძის საქმეზე. თოდაძე თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ…
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი დედას და ნათლიას ზებრა გადასასვლელზე საბავშვო ეტლით გადაყავდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. ისინი მიმალვაში…
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა. კალაძის შეფასებით, ხაზარაძე ჭორაობით არის დაკავებული.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11