weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2025

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა გაქურდეს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2 ოქტომბერს სკოლიდან  შვილი კომპიუტერი მოიპარეს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 970 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები.

კახეთში სივრცითი მონაცემების ინტეგრირებულ მართვის საკითხებთან დაკავშირებით რეგიონული სემინარი გაიმართა. ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს, ნორვეგიის, უკრაინის, ყირგიზეთის და მოლდოვას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები…

პარტია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული შპს „შმაქსის“ ავტომობილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა, თუმცა მძღოლი ვერ დააჯარიმა.

12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი, რომელიც გურჯაანში წელს მესამედ იმართება, გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური იქნება, სადაც 200-მდე მეღვინისა და მეწარმის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტების საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა…

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყალიბდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული.  

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა. მან ნიკოლოზ დიასამიძე შეცვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2018 წლის მარტიდან მუშაობდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 23 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალად 15 წლის გოგოსთან სექსულაური კავშირი ედება.

უკრაინაში, კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი მოკლეს. ინფორმაცია „რეგინფოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]