საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამართალდამცეველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობის დაკავებამდე ორი წლის განმავლობაში გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც ექიმმა განაცხადა, უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში 11:25 საათზე შეიყვანეს.
ხაშურში კაცმა ყოფილ მეუღლეს, 30 წლის ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს, რომელსაც საკუთარი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. სასამართლომ ამ განჩინებით…
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 ახალი წევრი წარადგინა.
სამართალდამცველებმა მარნეულის ცენტრში, ერთ-ერთი ჩაიხანის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 და 19 წლის მამაკაცების დაჭრაში ბრალდებული დააკავა. დანაშაული გუშინ, 10 ოქტომბერს მოხდა.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდირიტი კირიონის განცხადებით, სასულიერო პირები უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებში მოსახლეობის გარეშე არ ავლენ. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის დღეს…
კავშირი „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას განცხადებით, პროკურატურა არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს ილია ჯიშკარიანისთვის, რომელიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში საკუთარმა თანაშემწემ ამხილა.
„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკურ ძალადობის შესახებ საკუთარი თანაშემწის ბრალდებებს უარყოფს. მოკლე ვიდეოს, სადაც დეპუტატი ამ საკითხზე საუბრობს, „რუსთავი 2“ ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11