საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის მსჯავრდებული 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, პატიმრის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ თრომბი გახდა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, საქართველოს, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების მიერ ორგანიზებული მენტორ-ინსტრუქტორთა ტრენინგი დასრულდა.
თბილისსა და ახალციხეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს, რომელთაც ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა ედებათ.
სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის – „გამარჯვებული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ ჩალაგაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ქალაქ სიღნაღში ხანძრის შედეგად რესტორანი „სარაჯიშვილი“, სასტუმრო-რესტორანი „ნიკალა“ და ღვინის მაღაზია დაიწვა. ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სხვენში არსებული ძველი ელექტროგაყვანილობა სახელდება.
იტალიის ქალაქ ტრიესტში სახლების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე - 22 და 24 წლის მამაკაცები დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები მესამე ეჭვმიტანილს ეძებენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულელმა მეშახტეებმა, რომლებიც გასულ კვირაში საპროტესტო აქციას მართავდნენ, კუთვნილი ხელფასი მიიღეს.
შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 75 წლის კაცი ხუთი წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებული დაახლოებით თვენახევრის წინ დააკავეს.
სიღნაღში სასტუმრო „ნიკალა“ იწვის. ამ დროისთვის ცეცხლის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს. უსაფრთხოების მიზნით სასტუმროდან თანამშრომლებისა და სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყალტუბოში, დღეს დაღუპული 18 წლის ბიჭის დედამ სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ცნობით, უცხოეთიდან დაბრუნებულ ქალს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, მოგვიანებით კი მისი ცხედარი მრავალსართულიან სახლთან…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11