საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
თბილისში, ბაქოს ქუჩაზე, 35 წლის ქალს საკუთარ ბინაში თავს დაესხნენ და სავარაუდოდ ცხელი უთოთი აწამეს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებლის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9770 ლარი გახდა, ხოლო ევროს - 3.2515 ლარი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მეორე საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელები სავარაუდოდ საკვებით მოიწამლნენ. როგორც „რეგინფოს“ ბაღის ხელმძღვანელმა მაყვალა ბაღიშვილმა უთხრა, საავადმყოფოში 15-მდე ბავშვია გადაყვანილი და ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ორი მამაკაცი დაიჭრა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, სასამართლოს დისკრიმინაციის ნაწილში არ ეთანხმებიან.
12 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ გაიმართება. ფესტივალი წარმოადგენს გლეხის მიერ ქვევრში დაყენებულ ღვინოს, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებულ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინოს,…
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს განცხადებით მიმართავს. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება.
„რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლები – ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას სასამართლოში უჩივიან. მათი განცხადებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.
ქალაქ რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლაში მშობლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ითხოვენ, სხვა სკოლაში გადაიყვანონ მეექვსე კლასის მოსწავლე, რომელსაც მასწავლებელი ძალადობაში ადანაშაულებს. მასწავლებლის თქმით, 27 სექტემბერს მოსწავლემ კიბეზე დააგორა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11