საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმის ახალ ბულვარში გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირების შედეგად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მათ ჭრილობები სავარაუდოდ დანით მიაყენეს.
პირველ აგვისტოს ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა ტელეკომპანიებს - „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველს“ და „ერთსულოვნებას“ შეუწყდეთ. ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს კომპანია „სტერეო პლუსი“, რომელიც ციფრულ სიგნალს ავრცელებს.
მაშველებმა ყვარელში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს, კედლის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი მუშა გადაარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თეონა ცხომელიძემ დატოვა. „კურიერის“ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ტელეარხზე მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.
მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე, ოთხი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაკარგული 18 წლის ბიჭის ცხედარი მდინარე სტორში იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო-საძიებო ოპერაცია დასრულებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით მოქალაქე შალვა თ. დააკავეს.
მუშა, რომელიც ზუგდიდში, ჭის გაწმენდისას ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოჰყვა, გარდაიცვალა. „ლაივპრესის“ ინფორმაციით, 72 წლის მამაკაცის ამოსაყვანად მაშველები 13 საათზე მეტხანს მუშაობდნენ. ცხედარი გვიან ღამით, ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე, მრევლისა და ტურისტების გადაადგილებაზე დროებითი შეზღუდვაა დაწესებული. გარდა ამისა, გაზრდილია აზერბაიჯანელი და ქართველი მესაზღვრეების რაოდენობა.
გურჯაანში, კურორტ ახლატას ტერიტორიაზე, 22 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. მომხდარის შესახებ პოლიციას გამვლელმა შეატყობინა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11