weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2025

საზოგადოება

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ჭაში ჩავარდნილი 72 წლის კაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დაქირავებული მუშა ჭას წმენდდა.

თანამედროვე პოპ-მუსიკოსის, Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულება რეგიონული ჰაბის როლს შეასრულებს და წელიწადში მოამზადებს 200 ახალგაზრდას, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, პოლიციამ 5399 შემაკავებელი ორდერი გამოსცა, საიდანაც შეკავების პირობები 144-მა პირმა დაარღვია.

თბილისში მოძრავი N42 მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც სამუშაოს შესრულების დროს სიგარეტს ეწეოდა, დამსაქმებელმა კომპანიამ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით შეუჩერა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. დიზელის საწვავში ცეტანის რიცხვის, სიმკვრივის, გოგირდისა და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილის შემცველობის დადგენის მიზნით, ქვეყნის…

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, 2️ აგვისტოს, ილიას ტბაზე იწყება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული სპორტულ-კულტურული კვირეული.

დაბა ლენტეხის ცენტრალურ მოედანზე ქართული მითების პერსონაჟის, ნადირობის ქალღმერთ დალის ქანდაკების დადგმა იყო დაგეგმილი, თუმცა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, შესაძლოა აღარ დაიდგას. მეუფე სტეფანეს აზრით, აღნიშნული ქანდაკების…

თბილისის ზღვაზე დაღუპული არასრულწლოვნებს მშობლების, ალეკო ცქიტიშვილისა და მაკა წიკლაურის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რადიო თავისუფლების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიას ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება და…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება. ამ დროისთვის იგი ხუთი წლით გადააჭარბებს სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]