weather cur horoscope tv
მაისი 17, 2024

საზოგადოება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თურქეთი–ახალქალაქის საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. სააგენტო Jnews–ის ინფორმაციით, აქციის ორმოცამდე მონაწილემ მოითხოვა განმარტება, რის გამო დააკავა პოლიციამ მათი თანასოფლელები.

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ჩავარდა სატვირთო ლიფტი, რომელშიც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სამი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მოტეხილობები აქვთ, თუმცა, ექიმების თქმით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ…

დაბა ლენტეხში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა „რეგინფოს“ უთხრა, ოთხი მამაკაცი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გუშინ შეიყვანეს. მათგან ერთი - 62 წლის,…

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე ორი დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგული 18 წლის ლევან შაბალაიძის ძებნის სამუშაოები გრძელდება. ამის გამო, სოფელ ლეჩურიდან ომალომდე მოძრაობა აკრძალულია.

მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მაშველები კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუში მეცხვარის დღე – თუშეთობა“, რომელიც სოფელ ომალოში 3 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო გაუქმდა. ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თუშეთის გზაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

შეკვეთილში, მშენებარე სასტუმროს მეხუთე სართულიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი, 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე და არც ჩემს მოდგმას“, – განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის ძმისშვილს,…

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე დღეს, 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]