weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

საზოგადოება

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პანკისის ხეობაში, სოფელ ხადორში, „ხადორობა 2019“ აღინიშნა.

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „მეგობრობაში“ ათამდე ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც. როგორც აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში რეგიონულ საავადმყოფოში განცხადეს, კვებითი ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, ხაჭაპურმა გამოიწვია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წლის მფლობელი ქიბარ ხალვაში დღეს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იქნება.

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ტელეკომპაანიის ეთერიდან ისმის ჟურნალისტების განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მიმართულია ევროპული სასამართლოს და მისი მოსამართლეების დისკრედიტაციისაკენ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხალვაში აღნიშნავს, რომ…

ხულოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა მიკროავტობუსის სამი მგზავრი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

პანკისის ხეობის სოფელ ხადორში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით „ხადორობა 2019“ აღინიშნა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ეთნიკური ქისტები არ მიუწვევიათ, მერის წარმომადგენლებისა და რამდენიმე პარტიული აქტივისტის გარდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა და გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ არ დააკმაყოფილეს არხის ჟურნალისტების მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებრივი საბჭოს შექმნასა და საკადრო პოლიტიკაზე მორატორიუმის გამოცხადებას გულისხმობდა. ჟურნალისტების განმარტებით, ეს „რუსთავი…

ინდური სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს, რომელიც სასტუმროს მშენებლობაზე 16 წლის მუშის დაღუპვის გამო დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც აპრილიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფებოდა და ორი დღის წინ გაათავისუფლეს, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას მატარებლით ცდილობდა.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელიც თანხების გაფლანგვასა და მითვისებაშია ბრალდებული, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს, მასთან ინტიმურ კავშირზე უარის თქმის გამო, ანგარიშსწორებაში…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]