საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, 4000 მეტრის სიმაღლიდან, ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვის მოქალაქე ამოიყვანეს. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ის თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 18 და 24-მეტრიანი ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შიდა ქართლის პროკურატურამ Qartli.ge-ის რედაქტორის, საბა წიწიკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო. Qartli.ge-ის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
დაბა ასპინძაში, 60 წლამდე კაცი ცივი იარაღით გულისა და მუცლის არეში დაჭრეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, დანაშაული წუხელ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნება მავნებლობაა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ხედვა კახეთის“ ორგანიზებით, 8-13 ივლისს, დაბა ბაკურიანში ახალგაზრდული საგანმანათლებლო ბანაკი მოეწყო.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის მონაწილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 პირი დააკავა. შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, დაკავებულები სხვადასხვა საგნის გამოყენებით თავს ესხმოდნენ პოლიციელებს…
თელავის რაიონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომელი, 51 წლის გელა მელიქიძე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11