საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტრეფიკინგში ბრალდებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც აპრილიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფებოდა და ორი დღის წინ გაათავისუფლეს, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას მატარებლით ცდილობდა.
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, რომელიც თანხების გაფლანგვასა და მითვისებაშია ბრალდებული, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანს, მასთან ინტიმურ კავშირზე უარის თქმის გამო, ანგარიშსწორებაში…
ზუგდიდის მშენებარე საკათედრო ტაძრის ეზოში „ერთიანობის სუფრა“ გაშალეს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, იქ იმყოფებოდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელმაც თქვა, რომ ხელმომწერთა შეხედულებებს იზიარებს და მოთხოვნებს…
თუშეთში, სოფელ ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე დაშავდა. ტურისტები ქვემო ომალოში ცხენებით სეირნობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი ცხენი დაფრთხა და მხედარი გადმოაგდო, დანარჩენები კი შეშინებულები გადმოხტნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს ხელფასი აღარ გაეზრდებათ. საბჭოს დღევანდელ სხომაზე გააუქმეს 11 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3 300 ლარი უნდა ყოფილიყო, თავმჯდომარის…
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის - ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის, ახალი ავტობუსები შეიძინოს.
კახეთის გზატკეცილზე (ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი), მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან 4 ნოემბრამდე, ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.
„რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ტელეკომპანიის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშსა და დირექტორს, პაატა სალიას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.
სამართალდამცველებმა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს. საქმე ეხება სამი დღის წინ, თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის მუშის დაღუპვის ფაქტს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11