საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარე კვლავ დააგუბა. ადიდებულმა წყალმა კი გზის სავალი ნაწილი წაიღო.
გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაშავებულებს შორის ორსული ქალი და მისი ორი წლის შვილია.
„საქართველოს რკინიგზა“ 15, 16 და 17 ივნისს თბილისიდან-ბათუმის და ბათუმიდან-თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს. ამერიკული ჯგუფის - Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები…
სახალხო დამცველმა არასრულწლოვნის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაცია გამოსცა. რეკომენდაციის გამოცემის საფუძველი გახდა საგარეჯოში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგოს საქმე, რომელიც მოძალადემ ორჯერ მოიტაცა და იძულებით შეირთო ცოლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ხუთ თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული. აქედან 15 შემთხვევაში, მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა/მამინაცვალი.
ყვარლის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაგა-ბაღებისა და საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერთან ავტოგასამართი სადგურის გაძარცვისა და 59 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. მათგან ერთი – 17 წლის კ.შ. სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შვილია.…
რუსთავში, მეოცე მიკრო-რაიონში 32 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„მიწის საინფორმაციო სისტემის სანდოობა საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ გახსნა. მან პროექტის წარმომადგენლებს ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა…
თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11