საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
აჭარაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წელს პირველად გოგო მაშველები იმუშავებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე მაშველად 20-მდე გოგო დასაქმედება. ისინი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და უკვე ჩაბარებული…
ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი შეუძლოდ გამთენიისას, ვაზიანის პოლიგონზე წვრთნის დროს გახდა, რის შემდეგაც ლაზარეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხედრხდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დენის დარტყმის შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) თანამშრომელი, 33 წლის შოთა მთავარაშვილი დაიღუპა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, მოქალაქე მურმან მ. დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც მთიან ყარაბაღში ჩატარებული არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, სახლში დაბრუნების დროს, ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ბრალდებით, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ. ა., 1990 წელს დაბადებული ვ.კ. და 1990 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.
ხარაგაულის რაიონის სოფელ ძირულაში 50-მდე მუშა, რომელიც შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე ჩინურ კომპანიას ჰყავს დასაქმებული, მესამე დღეა გაფიცულია. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, მუშები კუთვნილ ხელფასს და შრომის…
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერიდან ბაკურიანისკენ მიმავალ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ცემთან 59 წლის კაცი მოკლეს. მოკლული აკაკი პაპიძეა, რომელიც გზის პირას მდებარე ჯიხურში ვაჭრობდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ბორჯომში ცივი იარაღით დაჭრეს. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მათ ადგილობრივები დაესხნენ თავს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში დღეს მიწისძვრა ორჯერ მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები სოფელ აწყურთან, პირველად 12:44 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11