საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში კაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც კატასტროფის ბრიგადამ ადგილობრივი საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანა.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-18 კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ავტომობილი სიმაღლიდან გადავარდა. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა უთხრა, ავტომობილით ტურისტები მგზავრობდნენ.
საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება ლგბტქი პრაიდის კვირეულს - „თბილისი პრაიდს“, რომელიც 18-23 ივნისს არის დაგეგმილი და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მისი ჩატარება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2019 წლის მაისში დაცულ ტერიტორიებს სულ 112 275 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორების რაოდენობა, 2018 წლის მაისის თვესთან (98 367 ვიზიტორი) შედარებით, 14 პროცენტით არის გაზრდილი.
ქალაქ ახმეტაში ევდოშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტება დასრულდა. დასრულებული საგზაო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა დაათვალიერა.
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიასა და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მოძრაობა აღდგა. ავტომობილების გადაადგილება მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ტბასთან, გზის სავალ ნაწილზე ჩამოშლილი კლდის მასის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში…
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური მოუწოდებს პარლამენტს, დააჩქაროს კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11