საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.
საგარეჯოს პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. საქმე ეხება სააგენტო „რეგინფოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებულ მასალას - 14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს…
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში დაკარგული ორივე ახალგაზრდა, ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი, რომლებიც ავტომობილით გზიდან მდინარეში გადავარდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებს ავტომობილი მდინარიდან ახლა ამოაქვთ.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მდინარე დოლრაში გადავარდნილი ავტომობილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს, მაგრამ წყლიდან მის ამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მაშველებმა ჯერ არ იციან, 23 და 24 წლის ახალგაზრდები, ამირან…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში ქადაგებისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი დალოცა და მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა „ტროლებთან“ დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის ოთხი პრინციპი დაარღვია: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ…
საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, შპს „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორი, ალექსი ს. დააკავა.
ზუგდიდის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ორივე მათგანი რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ოთხმოციდან რვა მონაწილემ გადალახა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11