weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2025

საზოგადოება

ელექტრომობილების მფლობელებმა, რომლებიც ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მუშაობენ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი ითხოვენ, რომ პირველი მაისიდან არ ამოქმედდეს რეგულაცია, რომელიც ბულვარში ელექტრომობილების მოძრაობას კრძალავს.

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი გვიან ღამით დააყაჩაღეს. ნიღბიანმა პირმა მოლარეს 150 ლარამდე თანხა წაართვა და მიიმალა. სამართალდამცველებს მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქართველები არ სძულს. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში „რუსებმა დაგვინდეს“.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ამის შესახებ წულუკიანმა ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელეთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ჰესის მშენებელი კომპანიის დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ პანკისელებისთვის მიცემულ დაპირებას გამოეხმაურა. შპს „ფერის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ძალიან რთული იქნება ჰესის ასაშენებლად მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერის…

კომპანია „ფერის“ დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის სამუშაოები მხოლოდ მას შემდეგ განაახლეს, რაც ჩათვალეს, რომ მოსახლეობასთან ყველა კითხვა ამოწურული იყო. ამის…

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, სახალხო კრებაზე, 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებსა და ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხზე მსჯელობენ. როგორც სოფელ ომალოს წარმომადგენელმა, ემზარ ტოხოსაშვილმა თათბირის დაწყებამდე განაცხადა, სოფელში ჰესის აშენების საკითხზე ხელისუფლებასთან…

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან 0.5659 გრამი კოკაინი და 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღეს. ექსპერტიზის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება…

პანკისის ხეობაში, სოფელ ძიბახევთან, სადაც სამი დღის წინ ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა, დაცვის პოლიციისთვის დროებით თავშესაფარს აწყობენ. სპეციალური ტექნიკის საშუალებით რამდენიმე ჯიხური დღეს დილით მიიტანეს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმადიდებლები 28 აპრილს აღნიშნავენ, ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]