საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სომეხი ერი დღეს, 24 აპრილს, ოსმალეთის იმპერიაში, 1915-23 წლებში მომხდარ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა დღეს აღნიშნავს. ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ჩირაღდნებით ტრადიციული მსვლელობა მოაწყვეს.
„მნიშვნელოვანია, ხელისუფლება დაფიქრდეს, პროტესტის ამ ფორმამდე მიყვანა რამ გამოიწვია. ამის ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ ამ პროცესში დაზარალებული მხარე გამოდის პანკისის ხეობა და მოსახლეობა. ჩვენ ვართ ძალიან თვითკრიტიკულები და ვფიქრობთ, რომ…
მარტვილში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის…
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.
გორში, გორიჯვრის მიმდებარედ 20 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 23 აპრილს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
„ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ“ – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უკრაინაში მიწის მმართველობის განვითარების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში –„მიწის მმართველობის გაძლიერება უკრაინის განვითარებისთვის“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის…
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო, 25 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე, დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების საკითხს განიხილავს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11