weather cur horoscope tv
იანვარი 17, 2025

საზოგადოება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, სასტუმროს მშენებლობაზე რამდენიმე მუშა დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, სამშენებლო სამუშაოების დროს კედელი გადმოინგრა და ქვეშ სამი მუშა მოიყოლა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოებში 23 აღსაზრდელი გადაიყვანეს. ამ დროისთვის თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში 13 ბავშვია მოთავსებული, რეფერალურ ჰოსპიტალში კი 10.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც აუტიზმის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ადრეული განვითარების ცენტრის სპეციალისტმა, ეკა ონიკაძემ. ღონისძიებას თელავის პირველი და მეხუთე საჯარო სკოლების მოსწავლეები და…

2 აპრილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. დღეს ის 36 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც მოკლულის…

ახმეტის ახალგაზრდული იდეის წევრებმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე სლოგანით „მე აქ ვარ, შენ სად ხარ“ აღნიშნეს და სიმბოლურად, ჰაერში ჰელიუმის ლურჯი ბუშტები გაუშვეს.

30 მარტს ფრანგულ სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონს" მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოქირურგები ესტუმრნენ. "კახეთი-იონი" ონკოლოგიური განყოფილებისა და მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმღვანელის, ნია შარიქაძის განმარტებით, ეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე ოთხი მოქალაქე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საინიციატივო ჯგუფის „მაჭახლის ხეობა ჰესების გარეშე“ წარმომადგენელმა, როინ მალაყმაძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ ადგილობრივებს ჰესის მშენებელმა კომპანიამ უჩივლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე 31 მარტს მომხდარი ფაქტი, რა დროსაც ორი მუშა დაიღუპა, აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა იყო. შს მინისტრის თქმით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა…

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებს. ამ საკითხზე გუშინ ელექტრონული პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]