საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის მარტში სულ 35 451 ლარი გაიხარჯა. აღნიშნული თანხა შემდეგნაირად დაიხარჯა:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე შენარჩუნდება.
დღეიდან, 1-ლი აპრილიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების რეალიზაცია აიკრძალა. რეგულირების წესის დარღვევა 500 ლარის ოდენობით ჯარიმას და პროდუქციის კონფისკაციას გამოიწვევს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა გაორმაგდება. ასევე იკრძალება…
იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს მოქალაქე, 27 წლის იზა ქავთარაძე გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 40 წლის მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელიც 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გვიან ღამით დასრულდა.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვის შემდეგ, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. საპროტესტო აქცია ხვალ, პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ გაიმართება.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაობის დროს მიწა ჩამოიშალა და ქვეშ ორი მუშა მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანის, 26 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ის პროზექტურაშია გადასვენებული.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ „საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის“ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ნებართვის გარეშე ტრანსლაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, კერძოდ, გაფრთხილება მისცა. შესაბამისი გადაწვეტილება კომისიამ…
ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძრის შედეგად 150 მ² ფართობია დამწვარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი ლოკალიზებულია.
ზუგდიდის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს. შემთხვევა დღეს მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11