საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზციის კოლონას შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზა ავტობუსებით ჩაუხერგა. ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები გზის გახსნას ითხოვენ, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცავებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს პოლიცია დაიცავს. შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცავების კანონიერ…
გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას, რომელიც თელავში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად მიემართებოდა, გომბორის გადასახვევთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ მსვლელობა ალტერნატიული გზით, გურჯაანის გავლით გაეგრძელებინათ.
საბინა მე-9 კლასშია (სახელი შეცვლილია). ერთი თვეა, რაც სკოლას აცდენს. დღეს, სოფლის კლუბში, სადაც ახლა საბანკეტო დარბაზია, ქორწილი აქვს.
აჭარის პოლიციიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ჩ. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ 14 დეკემბერს, ღამით, რესტორან „ხინკლის სახლში“ სამ ადამიანს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელი ქალია, რომელიც რესტორანში თავის ქალ მეგობართან…
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში 70 წლის ქალი მოკლეს. ცხედარი დილით, გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ სახლის ეზოში ორმოა ამოთხრილი, სადაც მკვლელი სავარაუდოდ ცხედარის დამარხვას აპირებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, ფრიდონ სულაქველის (მეტსახელად „პაწუა“) ძმაა და „ქურდულ სამყაროს“…
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის მოქალაქეს თითქოსდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალჩინოსნების ხელშეწყობით, საქართველოს…
პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11