საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
10 დეკემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, თბილისში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი სექციური რადარები კიდევ 10 ადგილზე აამოქმედა.
თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, გაუქმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებაზე…
სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი შეხვდა ეროვნებით სომეხ 21 წლის სტუდენტს, კარინე ბაგირიანს, რომელმაც თბილისში, ქუჩაში შემთხვევით 37 000 ამერიკული დოლარი იპოვა და მფლობელს დაუბრუნა.
თბილისში 19 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, მამაკაცი გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინაში ნახეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სიკვდილის რეალურ მიზეზს დაადგენს.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანება აქვს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიიჩნევს, რომ არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მოსახლეობა ღირსეულად შეხვდება. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1974 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, გარდაიცვალა. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ფ.ი. ფონიჭალაში დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11