საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ზ.ა. და 1993 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
თბილისში სამ ადგილზე - რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები დაიდგა.
გორში „კომუნისტური პარტიისა“ და საზოგადოება „სტალინელების“ წევრებმა საბჭოთა ბელადის, სტალინის დაბადების 140-ე წლისთავი მსვლელობით აღნიშნეს.
სამართალდამცველებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატის სამსახურებრივი ავტომობილის დაზიანების ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. გახარიას თქმით, პოლიციის რეფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საზღვრის დაცვაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2018 წელს გარკვეულწილად მოხერხდა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდა და ეს პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის ბრიუსელში სასწავლო ვიზიტი იგეგმება, სადაც ისინი ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობას გაეცნობიან.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
ეროვნებით ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, 41 წლის რაჟდენ შულაიას მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში, სასჯელის ვადის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო…
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბიზნესმენისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით 1961 წელს დაბადებული ვ.კ. ვალეში დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11