weather cur horoscope tv
იანვარი 14, 2025

საზოგადოება

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018 23:59

ზუგდიდში თხილის ქარხანა „თურალ გრუპი“ დააყაჩაღეს. ქარხნის დირექტორის, მაია მიქავას ინფორმაციით, შენობაში ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. წაღებულია დაახლოებით 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ქარხნის მენეჯერი.

ზუგდიდის მე–6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარების და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, 22 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „ლაივპრესს“ კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განუცხადა.

„ქალთა მოძრაობის“ აქტივისტის, ბაია პატარაიას შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან პოლიციის კორდონის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება სექსისტურია და პერფორმანსს ჰგავს.

„დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში. შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? არ ვიცი, ამათ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს“, – განაცხადა…

თბილისში, პეკინის გამზირზე „სილქნეტის“ ოფისი გაქურდეს და მობილური ტელეფონები წაიღეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ჩამტვრეულია ოფისის მინები და დაზიანებულია ტექნიკა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 52 წლის ქალს და მის ორ შვილს დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს, იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

გურჯაანის რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკავებული წევრისთვის, დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე 10:30 საათზე იმსჯელებს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გურჯაანში დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილების გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება დაცული იქნება. სამინისტროში აცხადებენ, რომ მართლწესრიგის დაცვისთვის ყველა საჭირო ზომას მიიღებენ.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი - 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული ი.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]