საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში - დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დროებით, ერთი კვირით შეწყდება.
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი მანუჩარ კაციტაძე, რომელიც თანამდებობაზე ოთხი თვის წინ დაინიშნა, გაათავისუფლეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ კაციტაძე მუშაობას თბილისში გააგრძელებს, მისი შემცვლელის…
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები - ქოდალო, მელაანი და ნანიანი დაისეტყვა. მერის წარმომადგენლის, სიმონ არსენიშვილის თქმით, არაშენდის თემის სოფელ ქოდალოში დასეტყვილია დაახლოებით 100 ჰექტარი ვენახი. სხვადასხვა ადგილზე ყურძნის მოსავალი 20-დან 100%-მდეა განადგურებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ექვსი მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე დადგმული კარვები სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გადაიტანეს. კარვების გადატანის დროს პოლიციამ სამი პირი დააკავა.
„ყველა ჩემი მოთხოვნა გავაჟღერე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაული და დასაჯონ დამნაშავეები; აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები,…
სარფში, მაშველებმა წყლიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. მამაკაცი სავარაუდოდ დაიხრჩო, რადგან წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გვიან საღამოს ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრილები არიან 41 და 25 წლის მამაკაცები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე ბავშვების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11