weather cur horoscope tv
იანვარი 08, 2025

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას, მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით მომატების შესაძლებლობა არ აქვს.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცნობი ნივთიერებით მოწამლული სამი მოზარდი მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში ისინი სოფელ ურთის საჯარო სკოლიდან გადაიყვანეს. მესამე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები სავარაუდოდ აზიური ფაროსანას შესაწამლი ნივთიერებით მოიწამლნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საატესტატო გამოცდები მათემატიკაში მეთორმეტეკლასელთა დაახლოებით 12 %-მა ვერ ჩააბარა. ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 88 %-ზე მეტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის უშუალო ამსრულებლის ფ.გ.-ს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ მკვლელობაში დამხმარე ო.დ.-სთვის შეფარდებული სასჯელი - 19 წლით თავისუფლების…

ზოგს ეცინება, ზოგი ეთანხმება, ზოგს უკვირს, ნაწილმა არაფერი იცის და მეორე ნაწილისთვის კი ნიგვზისა და თხილის მზესუმზირით ჩანაცვლების იდეა სრულიად მისაღებია. გაგიკვირდებათ და  მზესუმზირით კაკლოვანი კულტურების ჩანაცვლება დაკავშირებულია აზიური ფაროსანას…

აზიური ფაროსანას გასანადგურებლად ყველაზე ეფექტური ბიფენტრინის შემცველი პრეპარატებია. ამავე შემცველობის ქიმიურ საშუალებებს იყენებს მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთების შესაწამლად. უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, პრეპარატი შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი იყო. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი არარატ საჰარიანი დააკავეს, რომელსაც 1 000 ლარის საფასურად ბაზრის ტერიტორიაზე ფართის უკანონოდ გაქირავებას ედავებიან. 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, ვარდების რევოლუციის მოედანს სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება. საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში, უდაბნოს მთავარი ტაძრის კედელზე, მე-11 საუკუნით დათარიღებული ფრესკა დააზიანეს. ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ქტიტორების გამოსახულებებზე წარწერა „დაღესტანი“ კირილიცაზეა შესრულებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]