weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ღრმად შეშფოთებული ვართ მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავებით – სახელმწიფო დეპარტამენტი

12:05 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას და ოპოზიციის სხვა წევრების დაკავებით.

სწორედ საქართველოს საკითხით დაიწყო 23 თებერვლის ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მან თქვა, რომ აშშ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რაც სიტუაციის ესკალაციას ან ძალადობას გამოიწვევს.

„საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, გააძლიეროს დემოკრატიის პრინციპისა და კანონის უზენაესობისადმი თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან.

აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

გუშინ, თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში, სადაც ის მხარდამჭერებთან ერთად 17 თებერვლიდან იმყოფებოდა, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შენობაში მყოფი ადამიანების თქმით, სპეცრაზმმა მათ წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციის მიერ პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული.

17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. მომდევნო დღეს, 18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.

გიორგი გახარიას გადადგომის დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილს და მის მთავრობას პარლამენტმა ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა. ახალი პრემიერის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიას დასაკავებლად შსს-მ სპეცოპერაცია დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]