სალივანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება გააზიარა და დაწერა:.
„როგორ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაკავებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ესკალაციას და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – წერს ჯო ბაიდენის მრჩეველი.
გუშინ, თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში, სადაც ის მხარდამჭერებთან ერთად 17 თებერვლიდან იმყოფებოდა, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შენობაში მყოფი ადამიანების თქმით, სპეცრაზმმა მათ წინაღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიციის მიერ პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები იქნა გამოყენებული.
17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. მომდევნო დღეს, 18 თებერვალს, დილით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას დაკავება „დროებით“ გადადო.
გიორგი გახარიას გადადგომის დღესვე „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ღარიბაშვილს და მის მთავრობას პარლამენტმა ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა. ახალი პრემიერის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიას დასაკავებლად შსს-მ სპეცოპერაცია დაიწყო.