weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 მრჩევლის საჭიროება არ არსებობს – დუშეთის მერი

15:47 კვირა, 17 დეკემბერი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 5 მრჩევლის საჭიროება არ არსებობს და 2018 წლის იანვრიდან, არსებული მდგომარეობა შეიცვლება.

„მათთან ხელშეკრულებები 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის გაფორმებული, საშტატო ნუსხაშიც ამიტომ არის გათვალისწინებული. გავდივართ იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციებს დანახავთ, რომ ახალი წლიდან შეიცვლება აღნიშნული მდგომარეობა“, - განაცხადა დუშეთის მერმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში.

სააგენტო „რეგინფომ“ 1-ელ დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუშეთის ახალარჩეულ მერს ზურაბ სეხნიაშვილს 5 პირადი მრჩეველი ეყოლება. მერიის ახალ საშტატო ნუსხაში, რომელიც დუშეთის საკრებულომ 2017 წლის 21 ნოემბერს დაამტკიცა, მუნიციპალიტეტის მერის 5 მრჩეველია გათვალისწინებული: მთავარი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; მრჩეველი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებში; მრჩეველი ფინანსური მართვის, კონტროლისა და შიდა აუდიტის საკითხებში; მრჩეველი-კონსულტანტი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში; მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში.აქედან 4 მრჩევლის ყოველთვიური ხელფასი 1000 ლარია, გენდერული თანასწორობის საკითხებში მრჩევლის ხელფასი კი თვეში 700 ლარით არის განსაზღვრული.

დუშეთის მერიის სტრუქტურაში შესაბამისი ფუნქციების მქონე სამსახურებიც არსებობს. 5 პირადი მრჩეველი ჰყავდა დუშეთის ყოფილ გამგებელს ვაჟა ჩოხელსაც.

 

ამ თემაზე:

გორის მერიაში მრჩევლების პოზიცია გაუქმდა, დაემატა მრეცხავი, ნაკადის მომწესრიგებელი

გორის მერს 3 მოადგილე, 3 მრჩეველი, 3 თანაშემწე და 3 კონსულტანტი ეყოლება

ფოთის მერიაში ხელშეკრულებით 12 თანაშემწე მუშაობს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 7 პირადი თანაშემწე ჰყავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]