საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს და „პავლიკა მოროზოვს“ უწოდებს. ამ განცხადებას აკეთებს ის გუშინდელ ინციდენტზე.
პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამართლებს პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კობახიძის საქციელი მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს.
პარლამენტარები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს მორიგი ღია წერილით მიმართავენ. როგორც ისინი ამბობენ, ელჩმა მათ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად, საქმეში…
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად გასული პარლამენტარები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი აცხადებენ, რომ ამერიკის ელჩისგან ვერ მიიღეს პასუხი შეკითხვაზე, შეხვდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს იმიჯს „მიზანმიმართულად აზიანებენ“.
უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნესგარემოცვა და პოლიტიკოსებიც იქნებიან.
საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ ქნირშს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მას პიტერ ფიშერი შეცვლის, რომელიც 2018 წლიდან ამ დრომდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩად მუშაობდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთი არ გაღარიბდება. ანქვაბის თქმით, რუსეთი იყო და რჩება აფხაზეთის ერთადერთ, დიდ მოკავშირედ.
„საქართველომ გაიღო ყველაფერი, რათა გახდეს NATO-სა და ევროკავშირის ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ ამისთვის ბევრჯერ დავღვარეთ სისხლი და აღარ ვაპირებთ უშედეგოდ კიდევ მსხვერპლის გაღებას“, – ვკითხულობთ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული სამი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11