weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ექიმი, Facebook-ში პოპულარული სამედიცინო ჯგუფის – „მედგიდის“ დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე იქნება.

„ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება!“,…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მთავრობამ ლატვიისგან 50 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის საჩუქრად მიღებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ეს ვაქცინა მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნადი არ არის. 

„ეს არის ფარსი და სიყალბე“, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტზე) ხელის მოწერა.

ჭიათურაში, მერობის კანდიდატის წარგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩვეულებისამებრ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წლამდე ერთ გზას სხვადასხვა რაკურსით იღებდნენ, თითქოს ახალი გზა იყო, ახლა კი…

პოლიტიკურმა პლატფორმამ „მესამე ძალა“ თბილსის მერობის კანდიდატად პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანიდატად – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო ჩიხლაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას აიღებს და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მონაწილეობა არაფერს ცვლის.

პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატების საარჩევნო გარერეკლამა კანონდარღვევით აქვს განთავსებული. 

ამერიკის შეერთებული სატატების ელჩი კელი დეგნანი გაკვირვებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რომ საქართველო „თავს შეიკავებს“ ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების მიღებისგან.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 41 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]