weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

თბილისის მერობის კანდიდატმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ხელს მოაწერს 19 აპრილის შეთანხმებას (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს), რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, თუმცა არსებობს ეპიდემიოლოგებისა და ექიმების ძალიან ოპტიმისტური პროგნოზი, რომ რამდენიმე კვირაში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა სამტრედიაში, მერობის კანდიდატის წარდგენისას…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერ დროს მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად, თუ საქართველო აჩვენებს, რომ მეზობელთან ნორმალურად ცხოვრება სურს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში ათობით პირის შესაძლო დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, სულ მცირე 62 დასაქმებულის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა.

„მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, „ქართულმა ოცნებამ“ როგორი სასამართლო ჩაიბარა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარების მიღების…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა, სესხია და მასზე უარი მთავრობამ „მაღალი ეკონომიკური ზრდის“ გამო თქვა.

პარტია „ლელოს“ წევრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოსვენებას არ აძლევს სირცხვილი, რომ ერთ დროს ისიც „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრი იყო.

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა. „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიული სიის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე…

„საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჯულიენ კრამპმა, რითაც გამოეხმაურა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]