საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სახელმწიფო უსაფრთხიების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დმანისში ჩავიდნენ, სადაც მეორე დღეა, ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა.
საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს და გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ადეიშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 4 მარტს მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი თვითგამოცხადებულ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება.
პარტია „ლელოს“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ შექმნეს. ფრაქციაში გაწევრიანებული არიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე…
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. მას შემდეგ, რაც სესიაშვილს დეპუტატის მანდატი შეუწყდება, პარლამენტში მის ნაცვლად გელა სამხარაული შევა.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ერთ-ერთია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლებას ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაული მიულოცა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 12 მაისს აღნიშნავს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსის, ლაშა გვასალიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო.
გორისა და ხაშურის შემდეგ, დღეს თანამდებობა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ დატოვეს. გადადგნენ სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიაც.
გორისა და კაპის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტებში მერის მოადგილეებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და მათზე ზეწოლას ახორციელებენ იმის გამო, რომ გიორგი გახარიას თანამოაზრეები არიან.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11