საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო თანამდებობა დატოვეს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. გორის მერი კი აცხადებს, რომ მოადგილეები…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულება თითქმის სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. დღეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე გაფორმდა შეთანხმება, რომელსაც ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მოაწერეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რიონის ხეობაში მთავრობის წევრების ჩასვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, მათი „კარი ყოველთვის ღიაა“.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ და პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის სანქციები გამკაცრდა. კანონი საკანონმდებლო მაცნეში გუშინ,…
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებად გირაოს თანხა – 40 000 ლარი გადახდილია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და ცხინვალში პატიმრობამისჯილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, ბაქოში შეხვედრის დროს დავით გარეჯის საკითხიც განიხილეს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მასზე და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე დღეს, 4 მაისს მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. მელაშვილის თქმით,…
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში გიჟური მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ მან „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუს დროს თქვა, როდესაც ჰკითხეს - მზად არის თუ არა იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობა ისევე…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11