weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

პარტია „ლელომ“ ევროპარლამენტარებს შესთავაზა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის კანონი, რომლის მიღება პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გამომდინარე იგეგმება, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს უნდა შეეხოს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ლელო“ მხარს არ დაუჭერს ამნისტიის გავრცელებას სამართალდამცველების მხრიდან ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის 20 ივნისს მოვლენების დროს. რაც შეეხება მსუბუქ დანაშაულებებს, ნაცვლილიშვილის თქმით,…

ოკუპირებული აფხზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს მოსკოვში შეხვდა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში მისი პარტია შეიყვანს. ამის შესახებ კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რითიც გიორგი რურუას შეწყალებისთვის მის მიერ დაყენებული ერთი პირობა უკვე შესრულებულია.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე მოიტანა შედეგები და ეს არის ინსტიტუტების, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტის გაძლიერება.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარეა, ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს. ხელმოწერის ამსახველი ვიდეომასალა ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]