weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თელავში ჩავიდა, სადაც თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან კონსულტაციებს მართავს. მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მსგავსი შეხვედრების შემდეგ მიიღებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე აჭარაში, ქალაქ ბათუმში პატიის წევრებს შეხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, პარტიის აქტივთან წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმაზე ისაუბრეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თეა წულუკიანის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადების კანონიერების შესწავლა დაასრულა. წულუკიანმა გვარამიას ნომერი 2 თებერვალს, პარლამენტში დებატების დროს გაასაჯაროვა. მაშინ ის…

„პატიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტიისთვის საარჩევნო კომისიებში წევრის ყოლის უფლების წართმევას ცდილობენ. როგორც ინაშვილი ამბობს, ეს საკითხი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილება.

ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ ოფიციალურად უმასპინძლა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მის დელეგაციას, რომელიც სირიაში იმყოფება.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დამასკოში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრის დროს მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში, პარტია დატოვა. მან პარლამენტში შესვლის და…

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები იყვნენ გაწევრიანებული, მუშაობა დაასრულა. მომზადდა ცვლილებების პროექტი, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დმანისში, სადაც ერთმანეთს ეთნიკურად ქართველი და აზერბაიჯანელი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, სიტუაცია დამშვიდდება.

„ჩვენ ყველას ერთად გვმართებს მეტი მუშაობა იმისთვის, რომ მსგავსი პროცესების პრევენცია მოხდეს საფუძველშივე, რათა მერე არ მოგვიწიოს ხანძრის ჩაქრობის რეჟიმში მუშაობა“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]