საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორ მუხლში გუშინ შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციები მკაცრდება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო. საუბარია კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის…
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მოადგილედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, რომელიც უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი. პლენარულ სხდომაზე თალაკვაძის არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა, ნათელა თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე დიალოგის პროცესში ჩართვის მიზნით ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართეს.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 99-ე შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე დიალოგი შედგა.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის საფუძველზე გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, შეთანხმების პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და ახლა მნიშვნელოვანია, ციხე…
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2.5%-იანი წილის მფლობელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა შეიწყალა. პრეზიდენტმა შეწყალების აქტს მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.
„ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თანახმაა, საპატიმრო დაწესებულება დატოვოს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის გზით და იმ პირობით, რომ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი არ იქნება ინიცირებული.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ დაფინანსების წყაროებზე განმარტება გააკეთა. ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამის პირველი ეტაპი ოთხ წელს მოიცავს და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 მილიონი ლარი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11