weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

„100%-ით კმაყოფილი ვერ ვიქნებით და მეც არ ვარ 100%-ით კმაყოფილი, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გაკეთეს ის მაქსიმუმი, რომელმაც ახლა შეიძლება გახსნას გზა ახალი განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია - ციხეში“, – ნათქვამია გიგი უგულავას განცხადებაში, რომელსაც ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი დოკუმენტის შესახებ ავრცელებს.

პარტია „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს სავარაუდოდ ხელს არ მოაწერს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, მათთვის მისაღებია შარლ მიშელის ეგიდით…

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ქართული ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა ახალი წინადადება, რომელიც მას მიაჩნია დაბალანსებულად, ასევე რეალისტურად. კარლ ჰარცელის განმარტებით, რამდენიმე პარტიამ…

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დროს შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ორშაბათიდან, 19 აპრილიდან „გირჩი“ პარლამენტში შევა, თუმცა საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ხვიჩიას თქმით, ისინი სხდომათა დარბაზის გარეთ იქნებიან და დანარჩენ ოპოზიციონერებს იქ დაელოდებიან, რათა ერთად შევიდნენ…

„ეს კომუნიკაცია იყო საჭირო და აუცილებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები კახეთიდან დაიწყო. ირაკლი ოქრუაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ანზორ ბიწაძე, გიორგი ღვინიაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი ბოტკოველი და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს თელავის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ხვდებიან. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]