weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

„ჩემი აზრით, ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, ნამახვანჰესი არ აშენდება და საქართველოს, სამწუხაროდ, აქვს ამის დიდი გამოცდილება, რომ შეიძლება, ერთი მხრივ, მისასალმებელი პროექტი ხელისუფლების არასწორი მართვის, სიხარბის, სიწუწკის, გაუმჭვირვალობის, კორუფციისკენ მიდრეკილების…

„ასეთი ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება წამოვიდა საპატრიარქოდან. ამ ფონზე, ხელახლა მინდა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც ახლა საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში, მოდით, გადავდოთ გვერდზე…

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებით ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიესალებიან საპატრიარქოს მოწოდებას დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე.

პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ნამახვანჰესითან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გააკეთა. ის შეცდომას უწოდებს რიონის ხეობის მცველების გადაწყვეტილებას, რომ აქციებში პოლიტიკური პარტიები არ ჩაერთონ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ექვსი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვება და გიორგი გახარიას გუნდში გადასვლა არასწორ და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებად შეაფასა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ, მიხეილ დაუშვილმა და ანა ბუჩუკურმა პარტია დატოვეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდებიან.

თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. ამით მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე მელიას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმოსვლის წესების შემსუბუქების საკითხს განიხილავს.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით გუბერნატორებს არავითარი რეალური ფუნქცია არ აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი არსებობა და ხარჯები გაამართლონ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]