საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი გახდა. შესაბამის დადგენილებას პლენარულ სხდომაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან ის ერთადერთი იყო, ვინც გუშინ ხელს აწერდა, კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.
პარტია მოქალაქეების ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მედიაციის დროს, გუშინ, ხელი ჰკრეს შეთანხმებას, სადაც ქვეყნის მომავალი ეწერა. საუბარია ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ…
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ის წინადადება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა გუშინ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
აჭარის მთავრობის მიერ ბათუმის ძველ ბულვარში მშენებლობებზე გამოცხადებული მორატორიუმი 16-სართულიანი სასტუმრო ამბასადროს მშენებლობაზე არ ვრცელდება. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, რომ მიმდიონარე პროექტებთან დაკავშირებით უკვე გაცემულია ნებართვები, რომლებიც შესაძლოა სადავო…
„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას“, – აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოპოზიციასა…
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ მედიაციის დროს წარდგენილი დოკუმენტი ასახავდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მედიაციის მეორე რაუნდიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელში გამოაქვეყნა. ფარულავა გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციამ „მორიგი პიარ-აქცია“ უწოდა განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაც ჩართოს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11