weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება ქვეყანას მნიშვნელოვნად დახევს უკან. კვირიკაშვილის აზრით, მოქმედმა ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო. მათი შეფასებით, დღეს საქართველომ უკან დაიხია უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა. როგორც ხატია დეკანოიძემ განცხადა, აქცია დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

„პოლიციელებმა ძალიან მაღალ, პროფესიულ დონეზე შეასრულეს ეს გადაწყვეტილება და კანონი აღსრულდა. მადლობა მინდა ვუთხრა შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული სპეცოპერაციისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციის ლიდერის,…

„ნიკანორ მელიამ საკუთარი თავი დაიჭირა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს სახალხო დამცველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, მომხდარს აუცილებლად მოყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

ნიკა მელია დააკავეს

სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 09:29

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცდანიშნულების რაზმმა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. პოლიტიკოსის დასაკავებლად სპეცოპერაცია დილიდან მიმდინარეობდა. შენობაში შესაღწევად გამოიყენეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეები, შენობაში შესვლის შემდეგ კი ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

„ეს არის რეჟიმის დასასრული. ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. როგორც არასოდეს, ვარ ძლიერად; როგორც არასოდეს, დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში და ძალიან მაგრად მჯერა, რომ ამ კადრებს როდესაც ნახავენ ჩვენი შვილები,…

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დილიდან პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების მიზნით შენობაში შესაღწევად ისინი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებსაც იყენებენ. შენობიდან გამოჰყავთ პარტიის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]